ნუკრი რევიშვილი: იმედი მაქვს, ცხადაძე და კობიაშვილი საერთო ენას გამონახავენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სარანსკის "მორდოვიას" მეკარე ნუკრი რევიშვილი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გარშემო შექმნილი ვითარების გამო შეწუხებულია.

"გულით და სულით მინდა, რომ ცხადაძე ნაკრებში დარჩეს. 2005 წლიდან ნაკრებში ვარ და მას შემდეგ არ მახსენდება, ოდესმე გვყოლოდა ისეთი ერთსულოვანი გუნდი, როგორიც ცხადაძის დროს არის. პირადად ჩემგან კახა თანადგომას იმსახურებს.

მთვარეზე არ ვცხოვრობ, ვიცი, რომ დაპირისპირება წარმოიქმნა, მაგრამ უსიამოვნება ყველას გვქონია, მთავარია, ის მოგვარდეს.

იმედი მაქვს, ცხადაძე და კობიაშვილი საერთო ენას გამონახავენ და ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოვალთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ კი გინდა ნუკრი სულით და გულით ცხადაძე რომ დარჩეს,(მეც მინდოდა) მაგრამ ცხადაძეს რომ ფული უფრო აინტერესებს ვიდრე ეროვნული ნაკრები ესხომ ფაქტია?50-ათას ლარიან ხელფას რომ არ დათანხმდები შენი ქვეყნის ნაკრებში მუშაობისთვის სხვარამეზე საუბარი უკვე ზედმეტია.
romandro
11:46 26-01-2016
0
ე ნუკრი, შენ ეტყობა ჯერ ყველაფერი არ იცი: გეგუჩაძე უკვე მაგის გამო შეცვალეს დინამოში და ეხლა შენი და დანარჩენი ნაკრების წევრების გამო აღარაფერს შეცვლის... მაგრამ თქვენ მართლა თქვენი მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ ნებისმიერი მწვრთნელის პირობებში.
ნიკა
10:11 26-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული