"გულით და სულით მინდა, რომ ცხადაძე ნაკრებში დარჩეს. 2005 წლიდან ნაკრებში ვარ და მას შემდეგ არ მახსენდება, ოდესმე გვყოლოდა ისეთი ერთსულოვანი გუნდი, როგორიც ცხადაძის დროს არის. პირადად ჩემგან კახა თანადგომას იმსახურებს.
მთვარეზე არ ვცხოვრობ, ვიცი, რომ დაპირისპირება წარმოიქმნა, მაგრამ უსიამოვნება ყველას გვქონია, მთავარია, ის მოგვარდეს.
იმედი მაქვს, ცხადაძე და კობიაშვილი საერთო ენას გამონახავენ და ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოვალთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)