მათე ვაწაძე: ორივე მხარესთან მექნება ერთი თხოვნა...

AutoSharing Option
რას ფიქრობს საქართველოს ეროვნული გუნდის 27 წლის ფორვარდი მათე ვაწაძე ეროვნულ გუნდში მიმდინარე პროცესებზე?

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძალიან საგულისხმო რამეს ამბობს...

"ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ძალიან დაძაბული სიტუაციაა და ეს ყველას გვაწუხებს. მე მექნება ერთი თხოვნა ორივე მხარესთან - დასხდნენ და მონახონ კომპრომისი.

მე ამას ვამბობ, როგორც ნაკრების ფეხბურთელი, ისე უბრალო ქომაგი. დასხდნენ, თუნდაც მედიის გარეშე, დაილაპარაკონ და მჯერა, კომპრომისს მოძებნიან. ეს საჭიროა ქართული ფეხბურთის ინტერესებისთვის...

ახლა საქართველოს ნაკრებისთვის მწვრთნელის შეცვლა საზიანო იქნება. ბოლოს და ბოლოს, ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე
ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ახალ მწვრთნელს გაუჭირდება გუნდთან ბოლომდე ადაპტირება", - გვითხრა ვაწაძემ, რომელსაც "ორჰუსის" თაობაზეც ვკითხეთ.

"ახალი მწვრთნელი გვყავს. ეს არის გლენ რიდერსჰოლმი. ის დანიაში ძალიან დაფასებული სპეციალისტია, "მიდტიულანდი" ჩემპიონი გახადა. ახლაც ვარჯიშიდან მოვედი. ხშირად ვსაუბრობ მწვრთნელთან.

ორი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ და ყველა ფეხბურთელი თითო ტაიმით დაიტვირთა. ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი საქმე", - გვითხრა ვაწაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქუთაისელი -შენ გეკითხება ვაწაძე რას იტყვის და რას არა და ვაწაძეს არ ეკითხება მწვრთნელის და ნაკრების ამბავი? თუ შენ კაი ბიჭი ხარ და ვინ რას იტყვის კონტროლი გევალება.
მათე
12:12 26-01-2016
0
Nukri, აბსოლიტურად ვუერთდები შენს პათოსს ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა მე პირადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ კობი თავის თავს არ ეკუთვნის. კარგი იქნებოდა თუ ვცდები. მაინც მინდა მჯეროდეს, რომ გამოინახება კომპრომისული ვარიანტი და ცხადაძე დაეჩება ნაკრებში. წინაამღდეგ შემთხვევაში ყველა შესაზლო ცუდ შედეგზე პასუხისმგებეი იქნება არა ხეჩიკაშვილი, არამე კობი, რომელიც მართლა უყვარს ხალს და აფასებს, ჯერ-ჯერობით.
კოტე
11:50 26-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული