მათე ვაწაძე: ორივე მხარესთან მექნება ერთი თხოვნა...

AutoSharing Option
რას ფიქრობს საქართველოს ეროვნული გუნდის 27 წლის ფორვარდი მათე ვაწაძე ეროვნულ გუნდში მიმდინარე პროცესებზე?

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძალიან საგულისხმო რამეს ამბობს...

"ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ძალიან დაძაბული სიტუაციაა და ეს ყველას გვაწუხებს. მე მექნება ერთი თხოვნა ორივე მხარესთან - დასხდნენ და მონახონ კომპრომისი.

მე ამას ვამბობ, როგორც ნაკრების ფეხბურთელი, ისე უბრალო ქომაგი. დასხდნენ, თუნდაც მედიის გარეშე, დაილაპარაკონ და მჯერა, კომპრომისს მოძებნიან. ეს საჭიროა ქართული ფეხბურთის ინტერესებისთვის...

ახლა საქართველოს ნაკრებისთვის მწვრთნელის შეცვლა საზიანო იქნება. ბოლოს და ბოლოს, ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე
ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ახალ მწვრთნელს გაუჭირდება გუნდთან ბოლომდე ადაპტირება", - გვითხრა ვაწაძემ, რომელსაც "ორჰუსის" თაობაზეც ვკითხეთ.

"ახალი მწვრთნელი გვყავს. ეს არის გლენ რიდერსჰოლმი. ის დანიაში ძალიან დაფასებული სპეციალისტია, "მიდტიულანდი" ჩემპიონი გახადა. ახლაც ვარჯიშიდან მოვედი. ხშირად ვსაუბრობ მწვრთნელთან.

ორი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ და ყველა ფეხბურთელი თითო ტაიმით დაიტვირთა. ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი საქმე", - გვითხრა ვაწაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლევან გამარჯობა:ლევან ვიცი,რომ ძალიან კარგი კაცი ხარ,იყავი ძალიან კარგი ფეხბურთელი და გულშემატკივრებს ყოველთვის ერთგულებას უმტკიცებდი ფეხბურთის თამაშით,(ამის წერის საფუძველი მაქვს,გიცნობ შორიდან მედა თქვენ საერთო ნაცნობი გვყავს გლდანში ირაკლი პერტაია)ახლაც ვიცი,რომ ყველაფერს გულით გააკეთებ,თხოვნა მაქვს მთელი ფეხბურთის გულშემატკივრების სახელით,წყენა გვერძე გადადოთ და ცხადაძე ნაკრებში დატოვოთ,რადგან ფეხბურტს ასე უფრო გადავარჩენთ.................
Nukri
10:39 26-01-2016
0
არაა საჭირო ფილოსოფოსობა. მათეს არავინ ეკითხება ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი. ითამაშე სადაც თამაშობ და მიხედე შენს საქმეს..
ქუთაისელი
11:41 26-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული