საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი ამხანაგური მატჩი დაგეგმა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები დაასრულა და ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩების გრაფიკი შეათანხმა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა.

29 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ყაზახეთს შეხვდება. მაისის ბოლოს ჩვენი გუნდი ავსტრიაში გაემგზავრება შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება. ევრო-2016-ის კიდევ ერთ მონაწილეს, რუმინეთის ნაკრებს კი ეროვნული გუნდი 3 ივნისს ბუქარესტში ეთამაშება.

ეს მატჩი ბოლო იქნება რუმინელებისთვის ფინალური ეტაპის დაწყებამდე. 10 ივნისს, ევრო 2016-ის გახსნით მატჩში რუმინეთი ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდოვა არიან.

ჩვენი ეროვნული გუნდის კალენდარი:

5 სექტემბერი, 2016 წელი
საქართველო - ავსტრია

6 ოქტომბერი, 2016 წელი
ირლანდია - საქართველო

9 ოქტომბერი, 2016 წელი
უელსი - საქართველო

12 ნოემბერი, 2016 წელი
საქართველო - მოლდოვა

24 მარტი, 2017 წელი
საქართველო - სერბეთი

11 ივნისი, 2017 წელი
მოლდოვა - საქართველო

2 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველო - ირლანდია

5 სექტემბერი, 2017 წელი
ავსტრია - საქართველო

6 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველო - უელსი

9 ოქტომბერი, 2017 წელი
სერბეთი - საქართველო

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოლდოვას მოუგოთ და....
მერაბი
12:45 29-01-2016
0
პირველ 3 ტურში 4 ქულა თუ ავიღეთ, რეალური შანსი გვექნება გასვლის...
tngh
17:46 28-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული