გია გეგუჩაძე: სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ასეთი არასასიამოვნო ელფერი მიეცა...

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, ეროვნულ გუნდში მის მიწვევაზე გავრცელებულ ხმებზეც ისაუბრა. თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი ირწმუნება, რომ კახა ცხადაძის ადგილზე მისი კანდიდატურა არასოდეს განიხილებოდა.

- ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობის შეთავაზება მოულოდნელი იყო თქვენთვის?
- ფეხბურთის ფედერაციას სურდა, ამ პოსტზე მე მემუშავა, თუმცა მოსაგვარებელი იყო საკითხი თბილისის "დინამოსთან", რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებდა. მადლობას ვუხდი "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომელმაც ხელი არ შემიშალა წასვლაში და ნაკრებში მუშაობის შესაძლებლობა მომცა.

- რას უპასუხებთ მათ, ვინც დარწმუნებულია,
"დინამოდან" იმიტომ წამოხვედით, რომ ეროვნული ნაკრების თავკაცობას გიპირებდნენ და მხოლოდ ბოლო წუთს გადაიფიქრეს?

- სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ასეთი არასასიამოვნო ელფერი მიეცა... სინამდვილეში ეს თემა არც განხილულა და მე პირდაპირ ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს. იმედი მაქვს, ამის მთქმელებს ის მაინც სჯერათ, რომ ამ საკითხის განხილვა ჩემ გარეშე არ მოხდებოდა!

- საინტერესოა, რას ფიქრობს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ამბებზე?
- ეს არ არის თემა, რომელზეც მე კომენტარი უნდა გავაკეთო... იმას კი ვიტყვი, რომ მესმის, თანამედროვე ფეხბურთში რა არის საჭირო წარმატებისთვის და თანადგომას ვუცხადებ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ვხედავ, რომ ქართულ ფეხბურთში აუცილებელია რეფორმები და იმ პროგრამაში, რომელსაც ცოტა ხანში გაეცნობა ქართველი ქომაგი, ბევრი ისეთი საკითხიც არის გათვალისწინებული, რაც აუცილებლად წასწევს წინ ქართულ ფეხბურთს!

რატი შელეგია

იხილეთ სტატია სრულად
მკითხველის კომენტარები / 3 /
გეგუჩაძე ცადი თავი დაგვანებე ისედაც კელში ზიხართ შენ და ფიფია საბურთალოს სასტავზე ხო საერთოდ აგარ მაქვს საუბარი
dato
14:38 12-02-2016
0
მე ვფოქრობ გია გეგუჩაძის დანიშვნა ახალგზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად და მისთვის ასაკობრივი ნაკრების კორდინირების ჩაბარება, გულისხმობს მოვალში, ეს ალბათ 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკვე გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მომზადებას, სადაც აქცენტი ახალგაზრდებზე იქნება აღებული, ახლანდელ ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებში მოთამაშეებზე. თუ ეს ასე იქნება მგონია ფედერაცის სწორ გზას ადგია. თუმცა ვთვლი, რომ ამ შესარჩევში ცხადაძისთვის შანსის მიცემა ცუდი არ იქნებოდა, რა თქმა უნდა გინივრული შემცირებული ბიუჯეტით.
gizog
15:10 12-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული