ეროვნული ნაკრები: შოთა არველაძემ უარი თქვა, ვინ არის ორი უცხოელი?

AutoSharing Option
16 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ეროვნული გუნდის მომავალი მწვრთნელის თაობაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ორ უცხოელ სპეციალისტთან. მანვე აღნიშნა, რომ ჰქონდა დიდი სურვილი, ნაკრების სათავეში შოთა არველაძე მოსულიყო, თუმცა... ეს თემა უკვე დახურულია.

ყველა შემთხვევაში, 29 მარტისთვის, როცა საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ყაზახეთს უნდა უმასპინძლოს, გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება...

კობიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სოლიდური ვალი აქვს.

"ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის დროს ფიფა-დან და უეფა-დან მიღებული თანხები სწორად არ იხარჯებოდა.
მომავალ თვეში გვესტუმრებიან უეფა-ს წარმომადგენლები და შეამოწმებენ დანახარჯს.

საერთო ჯამში, დავალიანება 10 მილიონს აჭარბებს. არ ვფიქრობ, რომ ეს ფული ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა, თუმცა არამიზნობრივად კი იხარჯებოდა", - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
სწორად მოიქცა რო არ დათანხმდა, დაისამარებდა კარიერას.

უცხოელს კი რა პირობებიც თავიდანვე თქვეს ვერავის დაითანხმებენ, ვინმე პაკისტანიდან ან ბანგლადეშიდან ან ეგეთი ქვეყნიდან დათანხმდება პატარა ხელფასს.
giga
09:46 17-02-2016
0
არამიზნობრივად იხარჯებოდა სწორედაც იმას ნიშნავს ლევან რო ვიღაცას ჯიბეში მიდიოდა აპა სხვანაირი არამიზნობრივი ხარჯვა არარსებობს ლარიდან 50 თეთრი შენ ჯიბეში მიდის და მორჩა.და კიდე მაგ ვალს არავინ არ გაგისტუმრებს თუ იმათმა არ გაისტუმრეს ვინც შეჭამა.
qutaiseli
09:59 17-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული