საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს მადრიდში შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 7 ივნისს ამხანაგურად ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრება.

ინფორმაცია ამის შესახებ ესპანურმა გამოცემა MARCA-მ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, შეხვედრა მადრიდში, "ხეტაფეს" სტადიონზე გაიმართება. ამრიგად, რუმინეთის, ბოსნიის და სამხრეთ აფრიკის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ესპანეთის ბოლო მეტოქე სწორედ ჩვენი ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ესპანეთი ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის 2014 წლის შესარჩევზე შეხვდნენ. ორივე შეხვედრაში გამარჯვება ესპანელებს დარჩათ, თბილისში 1:0, მადრიდში კი - 2:0.

აქვე გეტყვით, რომ 29 მარტს
საქართველოს ნაკრები თბილისში ყაზახეთს დაუპირისპირდება. მაისის ბოლოს საქართველოს ნაკრები გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება, 3 ივნისს კი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
იმის მაგივრად გაგიხარდეთ, ბოღმას ანთხევთ...და ის მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებით არ ხდება, ნებისმიერ სხვა სფეროშიც ასეა...გადავგვარდით ქართველები?...არამც და არამც, მუდამ ასეთები ვიყავით და რაც "თავისუფლება" მოვიპოვეთ(უფრო სწორად დრომ მოოიტანა) უფრო მკაფიოდ გამოჩნდა რაცა ვართ...ბოღმებო, ფეხბურთზე კი არ უნდა წეროთ, "ქოც-ნაცუნებს" უწერეთ კომენტარები, იქ უფრო მაგრად დაკბენთ ერთმანეთს..."...არის სადმე კიდევ ერი"?
murtalo
05:01 01-03-2016
0
ისე ეს შემადგენლობა გაასწორებს.
მეკარე: ლორია
მცველები: ამისულაშვილი კვირკველია
გან.მცველები: კაშია ნავალოვსკი
ჩამშლელი:კვეკვესკირი კანკავა
ნახევარდაცვა: ანანიდზე,აბურჯანია ყაზაისჰვილი.
თავდასხმა: მჭედლიძე.
4-2-3-1 ან 4-3-2-1
სათადარიგო: რევიშვილი და ოქრიაშვილი. აჰა დამნიშნეტ მწვრთნელად :D ვაფსჰემტა 9-1-1 ჯობია :D
ჩორნა
04:19 01-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული