საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს მადრიდში შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 7 ივნისს ამხანაგურად ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრება.

ინფორმაცია ამის შესახებ ესპანურმა გამოცემა MARCA-მ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, შეხვედრა მადრიდში, "ხეტაფეს" სტადიონზე გაიმართება. ამრიგად, რუმინეთის, ბოსნიის და სამხრეთ აფრიკის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ესპანეთის ბოლო მეტოქე სწორედ ჩვენი ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ესპანეთი ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის 2014 წლის შესარჩევზე შეხვდნენ. ორივე შეხვედრაში გამარჯვება ესპანელებს დარჩათ, თბილისში 1:0, მადრიდში კი - 2:0.

აქვე გეტყვით, რომ 29 მარტს
საქართველოს ნაკრები თბილისში ყაზახეთს დაუპირისპირდება. მაისის ბოლოს საქართველოს ნაკრები გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება, 3 ივნისს კი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
სისულელე იყო ცხადაძის გაშვება..
rezi
15:07 29-02-2016
0
:D:D:D:D საწყალი ესპანელები :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული