ფიფას ახალი რეიტინგი: საქართველოს ნაკრებს სენტ კიტსი და ნევისი უსწრებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა.

ჩვენი ნაკრები 283 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრებზე წინ რეიტინგში არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი 112, სომხეთი 116.

აღსანიშნავია, რომ საქართველოზე უკეთესი ადგილები რეიტინგში უჭირავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ბელიზი და სენტ კიტსი და ნევისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თებერვალში მატჩი არ ჩაუტარებია. ამ დროისთვის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, მასში ცვლილებები არ მომხდარა და პირველ ადგილზე კვლავ ბელგიის ნაკრებია.

- საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს მადრიდში შეხვდება

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
მაგ ქვეყნების არსებობას სხვაგვარად ვერც გავიგებდი
papa
17:43 03-03-2016
0
ისე ეს ფიფა-კოკაკოლას რეიტინგი არასწორად არის შედგენილი უნდა გაითვალისწინონ ევროპის დონე და ოკეანეთის დონე ერთმანეთს ხომ ვერ შეადარებ არა?!
_svani_
18:07 03-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული