ფიფას ახალი რეიტინგი: საქართველოს ნაკრებს სენტ კიტსი და ნევისი უსწრებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა.

ჩვენი ნაკრები 283 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრებზე წინ რეიტინგში არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი 112, სომხეთი 116.

აღსანიშნავია, რომ საქართველოზე უკეთესი ადგილები რეიტინგში უჭირავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ბელიზი და სენტ კიტსი და ნევისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს თებერვალში მატჩი არ ჩაუტარებია. ამ დროისთვის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, მასში ცვლილებები არ მომხდარა და პირველ ადგილზე კვლავ ბელგიის ნაკრებია.

- საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს მადრიდში შეხვდება

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
დავითი-ს. ჩვენ ჩვენი ვიტიროთ, ასე აჯობებს. ეს ერთი. მეორეც, ბელგიას ან დაანყნობს და ან არა, ათეულის გუნდები. რეიტინგი შედეგების ჩვენებით დგება ჯიგარ, შედეგი კი ბელგიის ნაკრებს, მართლაც რომ საუკეთესო აქვს ბოლო წლებში.
kako
09:47 04-03-2016
0
Nelson-ს. გეთანხმები. ეს შეიძლება ვინმეს სისულელედ მოეჩვენოს მაგრამ, გარდა იმისა, რომ კენჭისყრისას უპირველეს ყოვლისა რეიტინგებს ექცევა ყურადღება, ეს პირდაპირ აისახება ნაკრები გუნდის წევრებზე, როცა ხორციელდება ტრანსფერები. არავის არ უნდა გუნდში ყავდეს ისეთი ფეხბურთელი, რომლის ნაკრების რეიტინგი ასე დაბალია. თუნდაც ლორიას მაგალითი ავიღოთ. მას ქონდა შესაძლებლობა რომელიმე ცნობილ ევროპულ კლუბში გადასულიყო. ეს რომ არ მოხდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედაც რომ ეს იყო ანუ ნაკრების დაბალი რეიტინგი.
kote
09:43 04-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული