კახა კალაძის თქმით, ნაკრების მწვრთნელზე მან არაფერი იცის

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სავარაუდო კანდიდატზე კომენტარი გააკეთა.

საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ირწმუნება, რომ მან არაფერი იცის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაინიშნება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად.

რაც შეეხება იტალიელი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს შესაძლო ჩამოყვანის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ამასთან დაკავშირებით კალაძემ აღნიშნა, რომ გატუზო იტალიის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელია.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, საფეხბურთო კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტი განიხილება და რომ ის კახა კალაძის ახლო მეგობარია.


ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ლელო" გატუზოს პირადად დაუკავშირდა იტალიაში და აღნიშნულ საკითხზე ინტერვიუ ჩაწერა.


აქვე გეტყვით, რომ კახა კალაძე და ჯენარო გატუზო "მილანში" 2001-დან 2010 წლამდე გვერდიგვერდ თამაშობდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ კახა კახა რა გინდოდა ამ პოლიტიკაში მთელს საქართველოს უყვარდი :(
ბურუსა
19:17 09-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული