"ხმაურიანი, მაგრამ საკმაოდ საეჭვო ინფორმაცია გავრცელდა ქართული მედიის მხრიდან, რომლის თანახმადაც, "შტურმის" 49 წლის თავკაცი ფრანკო ფოდა საქართველოს ნაკრების თავკაცობის პოტენციური კანდიდატია.
რამდენად მიმზიდველად ჩათვლის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას ფრანკო ფოდა, ეს ცალკე საკითხავია, თანაც, გერმანელ სპეციალისტს ავსტრიულ კლუბთან 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი", - წერს sturmnetz.at.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებები 2018
ფოდასთან დაკავშირებით სპეკულაცია მხოლოდ ქართულ ვარიანტზე არ იყო - ავსტრიული "სქაი სპორტსი" ამტკიცებდა, რომ ფოდა "აინტრახტის" ხელმძღვანელობას შეხვდა, მაგრამ საბოლოოდ, თანამდებობაზე ნიკო კოვაჩი დაინიშნა.
ფოდას გუნდი ცუდად ასპარეზობს ჩემპიონატში, ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ორი მოგება აქვს. ფოდა ახლახან "სქაის" სტუმარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეთერამდე რამდენიმე საათით ადრე პირადი მიზეზებით უარი თქვა გადაცემაში მისვლაზე.