ავსტრიული მედია: არის კი მიმზიდველი ფრანკო ფოდასთვის საქართველოს ნაკრები?

AutoSharing Option
ავსტრიული პრესა გამოეხმაურა "ლელოს" ინფორმაციას, რომ შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე გერმანელ მწვრთნელ ფრანკო ფოდასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება.

"ხმაურიანი, მაგრამ საკმაოდ საეჭვო ინფორმაცია გავრცელდა ქართული მედიის მხრიდან, რომლის თანახმადაც, "შტურმის" 49 წლის თავკაცი ფრანკო ფოდა საქართველოს ნაკრების თავკაცობის პოტენციური კანდიდატია.

რამდენად მიმზიდველად ჩათვლის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას ფრანკო ფოდა, ეს ცალკე საკითხავია, თანაც, გერმანელ სპეციალისტს ავსტრიულ კლუბთან 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი", - წერს sturmnetz.at.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებები 2018
წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში მეტოქეები არიან.

ფოდასთან დაკავშირებით სპეკულაცია მხოლოდ ქართულ ვარიანტზე არ იყო - ავსტრიული "სქაი სპორტსი" ამტკიცებდა, რომ ფოდა "აინტრახტის" ხელმძღვანელობას შეხვდა, მაგრამ საბოლოოდ, თანამდებობაზე ნიკო კოვაჩი დაინიშნა.

ფოდას გუნდი ცუდად ასპარეზობს ჩემპიონატში, ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ორი მოგება აქვს. ფოდა ახლახან "სქაის" სტუმარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეთერამდე რამდენიმე საათით ადრე პირადი მიზეზებით უარი თქვა გადაცემაში მისვლაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული