ვლადიმირ ვაისი უმცროსი: მამა, გილოცავ და საქართველოს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ

AutoSharing Option
14 მარტს საქართველოს ნაკრების თავკაცად 51 წლის სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნა.

მას ერთ-ერთმა პირველმა შვილმა, ვლადიმირ ვაისმა მიულოცა. 26 წლის ვაისი ახლა ყატარის "ალ ღარაფაში" თამაშობს.

"გილოცავ, მამა და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს!!! დარწმუნებული ვარ, ისევ წარმატებული იქნები", - წერს "ტვიტერზე" საქართველოს ნაკრების თავკაცის ვაჟი.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი საფეხბურთო ოჯახიდანაა. ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის მამა, ისიც ვლადიმირ ვაისი, ცნობილი ფეხბურთელი იყო, ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების შემადგენლობაში.

უმცროსი ვაისი 26 წლისაა. მას ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიც
"მანჩესტერ სიტი", "ბოლტონი", "რეინჯერსი", "ესპანიოლი" და "ოლიმპიაკოსია".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული