საქართველოს ნაკრებში ყაზახეთთან მატჩისთვის საბა კვირკველიაც გამოიძახეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ეროვნული გუნდში, სხვებთან ერთად, საბა კვირკველიასაც უხმო. ამის შესახებ 24 წლის მცველის კლუბის, ყაზანის "რუბინის" ოფიციალური საიტი იუწყება.

29 მარტს, ყახაზეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა ვინაობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია.

მანამდე საქართველოს ნაკრებში ჯანო ანანიძისა და გიორგი ლორიას გამოძახების შესახებ ცნობა ამ ფეხბურთელების კლუბებმა, შესაბამისად, მოსკოვის "სპარტაკმა" და სამარის "კრილია სოვეტოვმა" გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს "დინამო არენაზე" გამართავს ყაზახეთის ეროვნულ გუნდთან, შეკრებას კი
21 მარტიდან დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული