ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში ყაზახეთთან მატჩისთვის ლევან ყენიაც გამოიძახა

AutoSharing Option
29 მარტს, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრაღის "სლავიას" ქართველი ლეგიონერი ლევან ყენიაც გამოიძახა.

ამის შესახებ ფეხბურთელმა გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში თავად განაცხადა: "მიწვევა მოვიდა და მოუთმენლად ველოდები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩს".

შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნულ გუნდში ჯანო ანანიძის, საბა კვირკველიასა და გიორგი ლორიას გამოძახების შესახებ მათმა კლუბებმა, შესაბამისად, მოსკოვის "სპარტაკმა", ყაზანის "რუბინმა" და სამარის "კრილია სოვეტოვმა" გამოაცხადეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ანანიზემ საგოლე პასი მიიტვალა
beso
22:32 18-03-2016
0
მაშინ რაკიტიჩი დღეს და ღამეს ვარჯიშში რომ ასწორებდა ეს ტატუბს იხატავდა ტანზე და არჩევდა როგორი პრიჩოსკა დაეყენებია. დღეს რაკიტიჩი ისწორებს პრიჩოსკებს ;)
დათო
20:27 18-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული