ამის შესახებ ფეხბურთელმა გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში თავად განაცხადა: "მიწვევა მოვიდა და მოუთმენლად ველოდები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩს".
შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნულ გუნდში ჯანო ანანიძის, საბა კვირკველიასა და გიორგი ლორიას გამოძახების შესახებ მათმა კლუბებმა, შესაბამისად, მოსკოვის "სპარტაკმა", ყაზანის "რუბინმა" და სამარის "კრილია სოვეტოვმა" გამოაცხადეს.