ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში ყაზახეთთან მატჩისთვის ლევან ყენიაც გამოიძახა

AutoSharing Option
29 მარტს, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრაღის "სლავიას" ქართველი ლეგიონერი ლევან ყენიაც გამოიძახა.

ამის შესახებ ფეხბურთელმა გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში თავად განაცხადა: "მიწვევა მოვიდა და მოუთმენლად ველოდები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩს".

შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნულ გუნდში ჯანო ანანიძის, საბა კვირკველიასა და გიორგი ლორიას გამოძახების შესახებ მათმა კლუბებმა, შესაბამისად, მოსკოვის "სპარტაკმა", ყაზანის "რუბინმა" და სამარის "კრილია სოვეტოვმა" გამოაცხადეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აუ რა კაცი შალკეში ყოფნის დროს რაკიტიჩი ამის ფრჩხილადაც არ ღირდა და ეხა ვინ სად არის ? :D:D:D:D:D::D
იკა
17:49 18-03-2016
0
შენ კი ელოდები ჩემო ლევან ნაკრებში თამაშს,მაგრამ ფეხბურთს რა მაგით,შენც არ გააკვირვო რა ხალხი დიდებული თამაშით,ვაი ჩვენი ბრალი,ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს,მოუტანს თუ არა მათი თამაში ნაკრებს სარგებლობას,ამაზე არავინ წუხს.შენ მითხარი შედეგი თუ იქნება,შედეგი.
roma
18:54 18-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული