გიორგი ჭანტურია ყაზახეთთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
ეროვნულ ნაკრებში მიწვევა კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს მიუვიდა - "დუისბურგის" "ტვიტერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია 29 მარტის ამხანაგური მატჩისთვის არის გამოძახებული.

"წარმატებას ვუსურვებთ გიორგის", - წერია "დუისბურგის" "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს ვლადიმირ ვაისის გუნდი "დინამო არენაზე" ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

მანამდე კი "დუისბურგი" "პადერბორნს" შეხვდება, სწორედ იმ გუნდს, რომლის კარშიც ჭანტურიამ პირველი გოლი გაიტანა გერმანულ კარიერაში.

თამაში დღეს გაიმართება და ჭანტურია სტუმართა გუნდის სასტარტოში მოიაზრება. თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენებური სამშობლოში გამოემგზავრება და ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული