გიორგი ქვილითაია: გამოძახებაზე მეტად მნიშვნელოვანი ნაკრებში დამკვიდრებაა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს ყაზახეთის ნაკრებს თბილისში ამხანაგურად უმასპინძლებს. გუშინ, 19 მარტს, ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ამ მატჩისთვის იხმო.

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

დებიუტანტია თბილისის "დინამოს" 21 წლის შემტევი გიორგი ქვილითაია. ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით საქართველოს უმაღლესი ლიგის ბომბარდირმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

"ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ იმ დღიდან, რაც ფეხბურთს ვთამაშობ, ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნებაა და დღეს ეს ოცნება ამიხდა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი წინაა და გამოძახებაზე მეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის ნაკრებში ადგილის
დამკვიდრებაა - მთავარი გასავლელი გზა ჯერ კიდევ წინაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან, ძალ-ღონეს არ დავიშურებ.

საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა - უდიდესი პასუხისმგებლობაა და სწორედ ასე მესმის ეროვნული ნაკრები. უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მომიწევს თამაში!

კახა ცხადაძის ინტერვიუ მაქვს წაკითხული, სადაც ჩემზე თქვა თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად გამოვიძახებ ნაკრებშიო. სიმართლე რომ გითხრათ, მისგან უფრო ველოდი ნაკრებში გამოძახებას, ვიდრე ახალი მწვრთნელისგან.

ახალი მწვრთნელის გამოძახებამ კი ძალიან გამახარა. გავნმეორდები, რომ სიხარულთან ერთად ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა", - გვითხრა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 29 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ღმერთმა ბევრჯერ მოგცა შანსი და ვერ გამოიყენე. აჰა, შეიძლება ბოლო შანსია.
assa
13:39 20-03-2016
0
წარატებებს გისურვებ გიორგი!
ფერნანდო
15:58 20-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული