"დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები მოგებას დაიწყებენ, ოღონდ ჩვენთან შეხვედრის შემდეგ"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავკაცის ვაჟი, 26 წლის ვლადიმირ ვაისი საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელია: მას "სიტიში", "რეინჯერსსა" და "ესპანიოლში" აქვს ნათამაშები. ვაისი იანვარში ერთი ყატარული გუნდიდან მეორეში გადავიდა, "ლეხვიას" მაისურა "ალ ღაფარას" მაისურში გაცვალა.

უმცროს ვაისთან ინტერვიუ ნაკრების შეკრებაზე cas.sk-მა შემოგვთავაზა. ინტერვიუში რამდენიმე კითხვა-პასუხი უთუოდ დააინტერესებს ქართველ მკითხველსაც.

ვაისი უმცროსი მაისის ბოლოს ცხოვრებაში პირველად უნდა დაუპირისპირდეს მამას, სლოვაკეთის ნაკრები ევრო 2016-ის მზადების პროგრამით საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

- მაისის ბოლოს სლოვაკეთის ნაკრებს ამხანაგური მატჩი ელის საქართველოსთან, რომელსაც ახლახან სათავეში მამათქვენი ჩაუდგა. რას იტყვით ამის
შესახებ?
- მამა ყაზახური სამუშაოს შემდეგ გარკვეული ხანი სამშობლოში იყო და მან მიიღო ქართველთა წინადადება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დანიშვნა დაეხმარება ქართველებს და ისინი თამაშების მოგებას დაიწყებენ, ოღონდ ჩვენთან შეხვედრის შემდეგ.

- თქვენ თქვით, რომ "ალ ღაფარაში" გადასვლა მამასთან კონსულტაციის მერე გადაწყვიტეთ. თავად თუ გკითხათ აზრი, როცა შეთავაზება საქართველოს ნაკრებიდან მიიღო?
- არა, მამამ ყოველთვის კარგად იცის, რა არის მისთვის საუკეთესო. თუმცა, სანამ კონტრაქტს მოაწერდა ხელს, რამდენიმე დღით ადრე ყატარში იყო და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მათ შორის, ქართველთა წინადადებაზეც.

- ეს თქვენი პირველი დუელი იქნება ცხოვრებაში?
- დიახ. ასეთი რამ ცხოვრებაში ყოველდღიურად არ ხდება. როცა ის სლოვაკეთს წვრთნიდა, მე მისი ერთ-ერთი შეგირდი ვიყავი, ახლა კი მოედანზე მისი გუნდის წინააღმდეგ გავალ. ეს საინტერესო უნდა იყოს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საღოლ კარგად გამაცინე ჯიგგარი ხარ
ucxoplaneteli
17:32 23-03-2016
0
magari fexburteli ara ixvi...magari fexburtelebi amasakshi sitidan alarafshi aljazirashi da alahakbarshi argadadian..gmertmaqnas vcdebode magram vaisas shedegi iqneba VAI..da es shecdomac rogorc mosvlisdgidan uamravi iwneba kobiashvilis kiserze
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული