უმცროს ვაისთან ინტერვიუ ნაკრების შეკრებაზე cas.sk-მა შემოგვთავაზა. ინტერვიუში რამდენიმე კითხვა-პასუხი უთუოდ დააინტერესებს ქართველ მკითხველსაც.
ვაისი უმცროსი მაისის ბოლოს ცხოვრებაში პირველად უნდა დაუპირისპირდეს მამას, სლოვაკეთის ნაკრები ევრო 2016-ის მზადების პროგრამით საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.
- მაისის ბოლოს სლოვაკეთის ნაკრებს ამხანაგური მატჩი ელის საქართველოსთან, რომელსაც ახლახან სათავეში მამათქვენი ჩაუდგა. რას იტყვით ამის
- მამა ყაზახური სამუშაოს შემდეგ გარკვეული ხანი სამშობლოში იყო და მან მიიღო ქართველთა წინადადება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დანიშვნა დაეხმარება ქართველებს და ისინი თამაშების მოგებას დაიწყებენ, ოღონდ ჩვენთან შეხვედრის შემდეგ.
- თქვენ თქვით, რომ "ალ ღაფარაში" გადასვლა მამასთან კონსულტაციის მერე გადაწყვიტეთ. თავად თუ გკითხათ აზრი, როცა შეთავაზება საქართველოს ნაკრებიდან მიიღო?
- არა, მამამ ყოველთვის კარგად იცის, რა არის მისთვის საუკეთესო. თუმცა, სანამ კონტრაქტს მოაწერდა ხელს, რამდენიმე დღით ადრე ყატარში იყო და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მათ შორის, ქართველთა წინადადებაზეც.
- ეს თქვენი პირველი დუელი იქნება ცხოვრებაში?
- დიახ. ასეთი რამ ცხოვრებაში ყოველდღიურად არ ხდება. როცა ის სლოვაკეთს წვრთნიდა, მე მისი ერთ-ერთი შეგირდი ვიყავი, ახლა კი მოედანზე მისი გუნდის წინააღმდეგ გავალ. ეს საინტერესო უნდა იყოს.