29 მარტს "დინამო არენაზე" გასამართ შეხვედრაზე დასწრება მსურველებს 5 ლარად შეეძლებათ. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების გაყიდვა "დინამო არენას" სალაროებში 28 მარტიდან დაიწყება. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შშმ პირებს მატჩზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ. მათ ტურნიკეტებთან შშმპ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარმოადგინონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ვლადიმირ ვაისისთვის ეს სადებიუტო შეხვედრა