ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ მივაღწიეთ დადებით შედეგს

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარის მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ტალგატ ბაისუფინოვმა საქართველოსთან (1:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ "დინამო არენის" მედიადარბაზში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მინდა მადლობა გადავუხადო მეტოქეს კარგი ფეხბურთისთვის. ვთამაშობდით დადებითი შედეგის მისაღწევად და ამას მივაღწიეთ. ვულოცავ ჩვენს ფეხბურთელებს, რომ შეძლეს და გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები და აჩვენეს კარგი ფეხბურთი.

ის, რომ შეცვლები გავაკეთეთ მეორე ტაიმში, მეტყველებს იმაზე, რომ ექვსივე შეცვლის გამოყენება გვინდოდა და ეს არანაირ კავშირში არაა დროის გაყვანასთან.

დიდი ხანია ვცდილობთ ყაზახეთში მსაჯობაზე კომენტარი არ გავაკეთოთ. მითუმეტეს, არ გვინდა საერთაშორისო დონეზე მსაჯობის განხილვა. იყო სადაო
მომენტები, მაგრამ არ გვინდა ამაზე კომენტარის გაკეთება", - განაცხადა ბაისუფინოვმა.

ჩვენი ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დავუპირისპირდებით.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში ფრეს დასჯერდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული