გიორგი ნავალოვსკი: ვაისთან ერთად წარმატებას მივაღწევთ

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრებთან 1:1 დასრულებულ მატჩში იყო ეპიზოდი, როცა კუთხურის ალამთან გიორგი ნავალოვსკი შესანიშნავი ფინტით გასცდა აბზალა ბეისებეკოვს.

მატჩის შემდეგ ნავალოვსკიმ Sports.kz-სთან კომენტარში შემდეგი განაცხადა: "იმის მიუხედავად, რომ ბევრს ვცდილობდით, მოგება არ გამოგვივიდა. ჩვენ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო.

ყოველი მომენტი უნდა გამოიყენო, რომ გულშემატკივარი გაახარო. ჩვენი თამაშის გამო ისინი შინ უკმაყოფილონი არ უნდა მიდიოდნენ. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ერთ ეპიზოდში
პენალტიც დასანიშნი იყო და არა თამაშგარე მდგომარეობა. ვფიქრობ, ეს მატჩი უნდა მოგვეგო".

ქართველ მცველს ვლადიმირ ვაისზეც ჰკითხეს: "ჩვენ ჯერ ძალიან ცოტა დრო გავატარეთ ახალ მწვრთნელთან ერთად, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია. ახალი თავკაცის გასაგებად ყოველთვის დროა საჭირო. ვფიქრობ, ერთად წარმატებებს მივაღწევთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ ძალიან ბევრი დამეთანხმებით, რომ გუშინ ჩვენ მოგებაზე უფრო თამაშის ხარისხი გვინდოდა. რა შუაშია პენალტი? რომ დაენიშნა, ეს უარესი იქნებოდა, მოვიგებდით და ბევრი იტყვოდა, ყველაფერი კარგადააო.რომც ძალიან მოინდომონ, ვრაფერს მიაღწევენ, რადგან ფიზიკური მომზადემა აკლიათ, რაშიც ვერავის დაადანაშაულებენ თავისი თავის გარდა.
zurab
17:23 30-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული