ჯაბა კანკავა: ყველას მოთმინება გვჭირდება

AutoSharing Option
გამოუყენებელი მომენტები, გაუმართლებელი იმედები და უკვე მერამდენედ იმედგაცრუებული ქომაგი - ასეთია ყაზახეთთან 29 მარტს გამართული ამხანაგური მატჩის შედეგები. მაინც, რატომ ვერ ახერხებს ქვეყნის უპირველესი გუნდი შინ ყაზახეთის დონის მეტოქის დამარცხებას და როგორ უნდა შეფასდეს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პირველი ნაბიჯები?
ამ თემაზე ნამატჩევს საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ვესაუბრეთ:

- რთული თამაში გამოვიდა, რაც მოსალოდნელიც იყო. საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი კი შევქმენით, თუმცა, სამწუხაროდ, რეალიზებაში მოვიკოჭლეთ.

- შეგიძლიათ, გვითხრათ, რა არის მთავარი
განსხვავება კახა ცხადაძისა და ვლადიმირ ვაისის მოთხოვნებში?

- სულ ერთი კვირაა, რაც ახალი მწვრთნელი საქმეს შეუდგა და შეფასება ჯერ ძნელია. ცხადია, თავიდანვე ისე ვერ იქნებოდა, როგორც ვაისს ჰქონდა ჩაფიქრებული. ახალი მწვრთნელი გუნდს რამდენიმე დღეში ვერ გაიცნობს, ადაპტაციის პროცესსა და გუნდის შენებას დრო სჭირდება. ამიტომ ყველამ უნდა მოვითმინოთ.

- უცნაური იყო, რომ მეორე ტაიმში ყაზახებზე ზეწოლა ვერ გააძლიერეთ. რატომ?
- თამაშით მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ სამწუხაროდ, კონტრშეტევებზე ვერ გავიტანეთ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

- ისე, გუნდს თითქოს მღელვარებაც ეტყობოდა...
- ნაკრებში თამაშს ეს ყოველთვის ახლავს თან, მით უფრო, როცა წლის პირველ მატჩს საკუთარ სტადიონზე და თან ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ატარებ. ცუდია, რომ ვერ მოვიგეთ. გამარჯვება და გულშემატკივრების გახარება ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა...

- ნაკრებს აშკარად აკლია ხასიათი და ტემპი...
- ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ეს ვრცელი თემაა.

- საკლუბო ამბებზეც გკითხავთ: თქვენი აზრით, "რეიმსს" ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება შეუძლია?
- ორი გუნდი, ფაქტობრივად, გავარდნილია. ბრძოლა ჩვენსა და "აიაჩოს" შორის მიდის და დარჩენილ შეხვედრებში გამოჩნდება, მოვახერხებთ თუ არა გავარდნის თავიდან აცილებას. ახლა ძალზე ძნელია პროგნოზის გაკეთება.

- თუ "რეიმსი" გავარდება, გუნდის დატოვებაზე თუ დაფიქრდებით?
- ალბათ, კი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
amasgonia indges romcmoegot intamashit racitamashes gagvixardeboda?anu istamashi racmatitamashes moswont da 2:1rovermoiges egawuxebt?es bichi vafshe vegar tamashobs.reimsi gavardeba da shrn agaravin giyidis,shenimedad chatvzle samidan ori atikacitundaitamashon.arada martla guliani,mshromdli da ukargesi adamiania...minda gulit gidurvo warmatebebi shenc,reimssac da saqartvelos nakrebs xom asjermeti....
0
კანკავა რაც რეიმსში გადავიდა მაგრად მოუკლო! ტექნიკური არასდროს არ ყოფილა მაგრამ მოედანზე შავ სამუშაოს კარგად ასრულებდა! ეხლა რეიმსის თამაშს რომ ვუყურებ ვფიქრობ, საერთოდ რა უნდა ამას მოედანზე?! სამწუხაროდ ყაზახეთთანაც ძალიან ცუდათ ითამაშა!
zaza
16:03 31-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული