ალეკო ამისულაშვილი: გულშემატკივრისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი

AutoSharing Option
გამოუყენებელი მომენტები, გაუმართლებელი იმედები და უკვე მერამდენედ იმედგაცრუებული ქომაგი - ასეთია ყაზახეთთან 29 მარტს გამართული ამხანაგური მატჩის შედეგები.

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მცველ ალეკო ამისულაშვილს კომენტარი ვთხოვეთ.

"რთული თამაში გამოვიდა. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. რამდენიმე კარგი მომენტიც გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ...

ცუდია, რომ გულშემატკივრები გავაწბილეთ. მათთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი. არადა, კარგი შეკრება გვქონდა და მოედანზე იმ იმედით გავედით, რომ კარგ ფეხბურთს ვითამაშებდით, მაგრამ...

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი იყო
და ასეთ დროს ძნელია, ყველაფერი იდეალურად გააკეთო. და მაინც, მომავალს იმედით ვუყურებთ და მჯერა, გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 18 /
ასტანაში მატჩის შემდეგ, ალბათ, ბოდიშს კი არა უბრალოდ, არამედ დიდ ბოდიშს მოიხდით და მორჩა, - ვალი გასტუმრებულია!
giorgi
17:42 01-04-2016
0
მართალი ბრძანდები, აღა, ჩვენ რომ 154-დან 122-ე ადგილამდე ავბობღდით, მაშინ გადაგვისწრია ბაბაებისთვის, რომლებიც ახლა (3 მარტისთვის) 125-ე პოზიციაზე არიან.... მაღარიჩი ჩემზეა, მთავარია ამ თამაშის შემდეგ არ გაგვიცვალონ ადგილები.....
მსქროლავი ტროლი
16:56 01-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული