ალეკო ამისულაშვილი: გულშემატკივრისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი

AutoSharing Option
გამოუყენებელი მომენტები, გაუმართლებელი იმედები და უკვე მერამდენედ იმედგაცრუებული ქომაგი - ასეთია ყაზახეთთან 29 მარტს გამართული ამხანაგური მატჩის შედეგები.

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მცველ ალეკო ამისულაშვილს კომენტარი ვთხოვეთ.

"რთული თამაში გამოვიდა. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. რამდენიმე კარგი მომენტიც გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ...

ცუდია, რომ გულშემატკივრები გავაწბილეთ. მათთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი. არადა, კარგი შეკრება გვქონდა და მოედანზე იმ იმედით გავედით, რომ კარგ ფეხბურთს ვითამაშებდით, მაგრამ...

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი იყო
და ასეთ დროს ძნელია, ყველაფერი იდეალურად გააკეთო. და მაინც, მომავალს იმედით ვუყურებთ და მჯერა, გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 18 /
შეადარეთ რაგბიზე ხალხის რაოდენობა და ამათ თამაშზე, დაიღალა ხალხი ამათი წვალების ყურებით
dato
15:54 31-03-2016
0
მე პირადად არ მჯერა შენი სიტყვების გულწრფელობაში!და იცი როდის დავიჯერებ მაგ სიტყვებს,როცა ვნახავ რომ ჰიმნს კი არ მღერიხართ არამედ კივიხართ, როცა ვნახავ რომ მთელი თამაში ჯიგრით დარბიხართ,როცა ვნახავ რომ სისხლს შეაფსამთ მოწინააღმდეგეს, როცა ვნახავ რომ დედ-მამა გიყვართ,როცა ვნახავ რომ ქართული სული გაქვთ,როცა ვნახავ რომ თავმდაბლები ხართ,როცა ვნახავ რომ კაცები ხართ,როცა ვნახავ რომ გულით ითამაშებთ და თუნდაც წააგოთ,მერე რა, ჩემთვის მთავარი თავდადებაა! ქართული სპორტის გადარეული გულშემატკივარი!
წარმატებები!
16:20 31-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული