თორნიკე ოქრიაშვილის გოლი 90min.com-ის ტოპ-ათეულში მოხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
90min.com-მა ევროპაში 29 მარტს გამართული ამხანაგური მატჩების 10 საუკეთესო გოლი დაასახელა. ათეულში საქართველო-ყაზახეთის თამაშში თორნიკე ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლიც მოხვდა.

თორნიკეს გოლი ათეულში მე-10 ადგილზეა:

"ჩვენს ათეულს ვიწყებთ მოსაწყენი თამაშიდან. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს საქართველოსა და ყაზახეთის თამაში "ქაღალდზე". ყაზახთა გოლიდან ორიოდ წუთში ქართველებმა თორნიკე ოქრიაშვილის გოლით გაათანაბრეს. კარგი პასისა და ჩინებული გატარების შემდეგ ოქრიაშვილმა საჯარიმოს გარედან მეტოქის კარის დაბალი კუთხე დალაშქრა".

აღსანიშნავია, რომ საიტი შეცდომით ოქრიაშვილის ნაცვლად გელაშვილს წერს, თუმცა გოლის ავტორის ვინაობა თითქმის ყველა უცხოურ სააგენტოს შეეშალა.

პირველ
ადგილზე გავიდა ფრანგი დიმიტრი პაიეს საჯარიმო დარტყმა რუსეთის ნაკრების კარში. მეორე ადგილზეა იონას ჰექტორის (გერმანია) გოლი იტალიელთა კარში, მესამეზე - მირალემ პიანიჩის (ბოსნია) სუპერგოლი შვეიცარიელთა კარში.

გაგაცნობთ ათეულის სხვა გოლებსაც: 4. ჰაკან ჩალჰანოღლუ (ავსტრია-თურქეთი); 5. კინგლსი კომანი (საფრანგეთი-რუსეთი); 6. ალექსანდარ კოლაროვი (ესტონეთი-სერბეთი); 7. იური ჟირკოვი (საფრანგეთი-რუსეთი); 8. ტონი კროოსი (გერმანია-იტალია); 9. ალექსანდარ ტონევი (მაკედონია-ბულგარეთი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაზახების გოლი პირველზე?!
vova
17:49 31-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული