გიორგი ქვილითაია: იბრას ფიზიკა, რონალდოს ტექნიკა და ლევანდოვსკის ალღო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" მკითხველების კითხვებს უპასუხა და საუკეთესოს ავტორიც გამოავლინა, რომელსაც "დინამოს" მაისურით დაასაჩუქრებს. ქვილითაიამ გიორგი ხომერიკის კითხვა გამოარჩია.

ქვემოთ ჩვენი აზრით საინტერესო რამდენიმე კითხვა-პასუხს წარმოგიდგენთ. "ინტერნეტკონფერენციის" სრულად ნახვა კი აქ შეგიძლიათ (იხილეთ ბმული).

ჯიმშერი:
- რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახება და თვლი თუ არა, რომ საქართველოს ნაკრები შეძლებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას?
- ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნებაა, მაგრამ ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - მთავარი არა გამოძახება,
არამედ გუნდში ადგილის დამკვიდრებაა. ჩემის მხრივ, საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ.

რაც შეეხება ნაკრებს: მიმაჩნია, რომ თუ ყველა გავერთიანდებით, ერთ მუშტად შევიკვრებით, ძალიან ძლიერ და ანგარიშგასაწევ ნაკრებად ჩამოვყალიბდებით, რომელსაც შესწევს ძალა იქ მოხვედრის.

ლევანი:
- გილოცავ დებიუტს! დაგვისახელე, შენი აზრით, ყველა დროის 3 საუკეთესო ფორვარდი და თითო მათგანიდან თითო სპეციალიზაცია გამოარჩიე - ის თვისებები, რომლებსაც ისურვებდი, რომ მომავალში შეიძინო. გისურვებ ბევრ გოლს საქართველოს ნაკრებში!
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ბრაზილიელი რონალდო და რობერტ ლევანდოვსკი. იბრაჰიმოვიჩის ფიზიკური მონაცემები, რონალდოს ტექნიკა და ლევანდოვსკის გოლის ალღო.

იხილეთ "ინტერნეტკონფერენციის" სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 2 /
სომხეთის ნაკრებში თამაშობს რამდენიმე ფეხბურთელი,რომლებიც სომხეთში არ დაბადებულან:ოზბილისი(დაბადებულია თურქეთში),მოვსესიანი(დაბადებულია აშშ–ში),პიცელლი(დაბადებულია ბრაზილიაში),სიმონიანი(დაბადებულია რუსეთში),ანდონიანი(დაბადებულია საფრანგეთში),კოროიანი(დაბადებულია რუსეთში)...პრაქტიკულად ძირითადი შემადგენლობის ნახევარი შეადგენს(ოზბილისი,მოვსესიანი და პიზელლი მხითარიანთან ერთად ,,ამინდს ქმნიან,,ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები არიან!) ეთნიკურად სომეხს,სხვა ქვეყნის მოქალაქეებს,რომლებმაც სომხეთის ნაკრებში თამაშის უფლებისთვის მიიღეს სომხეთის მოქალაქეობა.ნუთუ დავიჯერო,რომ თურქეთში მცხოვრებ რამდენიმე მილიონ ქართველს შორის,ირანის ფერეიდნელ ქართველებში არ არის,არ დაბადებულა არცერთი ფეხბურთელი,რომელიც რეიტინგში 122–ე ნაკრების დონეს დააკმაყოფილებდა?!თუნდაც პრობლემურ პოზიციებზე?!(((.. ჩვენ საქართველოში დაბადებულ ქართველებსაც ვერ ვინარჩუნებთ ნაკრებისთვის(ვაჩიბერიძე),არავინ აქცევს ყურადღებას პერმის ,,ამკარში,,მოთამაშე 21წ გიორგი ჯიქიას,ჩეხეთში მოთამაშე აშშ–ს მოქალაქე ცისკარიძეს...თუ საქართველოს ნაკრებში თამაშის პრორეგატივა მხოლოდ ვიღაც აგენტის თუ ჩინოვნიკის ფინანსური მოგებისთვის უნდა იყოს სასარგებლო?იქნებ საკმარისია ,იმყოფინეთ რაც ,,იშოვეთ,,!სექტემბერში მორიგი შესარჩევი იწყება და აღარ გვინდა ,რომ კიდევ ერთხელ მე–3,მე–4 ტურში დაიკარგოს საქართველოსთვის სატურნირო მოტივაცია!..უკვე იმ საშინელ დონეზე დავარდა გულშემატკივართა განწყობა ნაკრების მიმართ,რომ ახალი საკმაოდ კვალიფიცირებული ევროპელი მწვრთნელის სადებიუტო თამაშზე 10ათასი ქომაგიც არ დაესწრო!და ეს მაშინ ,როცა რამდენიმე წლის წინ ქეცბაიას სადებიუტო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში ესტონეთთან 45 ათასი გულშემატკივარი დაესწრო(45 ათასი მაყურებელი დიდი ალბათობით საერთოდ ესტონეთის ნაკრებისთვის რეკორდია,და თუ გავითვალისწინებთ,რომ ამხანაგური იყო,მაშინ უფრო კარგად შევაფასებთ ფეხბურთის პოპულარობას და ეროვნული ნაკრებისადმი უზარმაზარ ინტერესს საქართველოში!...1995წელს გერმანიასთან მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე 90ათასი გულშემატკივრით გადაჭედილი იყო ეროვნული სტადიონი! )...აქვე რომ განვსაზღვროთ საერთოდ საქართველოში ეროვნული ნაკრებების მიმართ ინტერესი–რაგბზე რუმინეთთან თითქმის ანშლაგი იყო ... პ.ს.ვაჩიბერიძესთან მიმართებაში–მე და ათასობით(ასიათასობითაც და მილიონიც თუ შედეგს დადებს საქართველოს ნაკრები) ქართველმა გულშემატკივარმა რა დავაშავეთ?ჩვენ რამე ვაწყენინეთ?საქართველოს ნაკრებში მაგარი თამაშით დაუმტკიცოს იმ მწვრთნელებს თუ ფუნქციონერებს ,რომ მიჰქარეს!...ვიღაც პროფესიონალური თვალსაზრისით უვარგისი(შეცდომები ფეხბურთელის პერსპექტიულობის განსაზღვრაში ,,დიდ,,ლეგენდარულ მწვრთნელებსაც დაუშვიათ,მაგ.ფერგიუსონმა დაიწუნა ჰართსი,როცა მისი სატრანსფერო ღირებულება 50ათასი ფუნტი იყო) ან კორუფციონერი ბავშვთა თუ ასაკობრივი ნაკრების ერთი ან თუნდაც რამდენიმე მწვრთნელის გამო ,ათასობით ქართველ გულშემატკივარზე,საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე უარს მე მაინც ვერ გავამართლებ(((
ზაზა
15:11 01-04-2016
0
წარმატებები გიორგის!
ზაზა
15:10 01-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული