საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
7 აპრილს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მცირე ცვლილება განიცადა.

"ჯვაროსნები" ფიფას ახალ რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდნენ. ამჟამად საქართველოს ნაკრები 289 ქულით 123-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ მარტში ჩვენმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახეთის ნაკრებთან გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ნაკრები 9 პოზიციით დაწინაურდა და ახლა 116-ე ადგილზეა.

ცვლილებაა ასევე ლიდერთა ათეულში. პირველ ადგილზე არგენტინა გადავიდა, ხოლო ავსტრია ათეულიდან გავარდა.

წარმოგიდგენთ
საუკეთესო ოცეულს:

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
გუნდი თანდათანობით შეიკვრება და იმედი მაქვს მალე გაგვახარებენ.
mamuka
21:27 19-04-2016
0
ცხადაძე არ უნდა გაეშვათ და მეთოდურად ნელნელა ამოვიდოდით ამ წუმპიდან!ცუდი შემადგენლობა სულაც არ გვყავს,თან რო წერენ აქ სულ სკამებს ხეხავენო ეგრეც არაა!ლორიაც და რევიშვილიც კარგი მეკარეები არიან;კვერკველია სულ ძირითადშია,კაშიამაც დაიბრუნა კაპიტნობა და ძირითადი;კანკავა ძირითადშია ,ყაზაიშვილი რომ კაი ფეხბურთელია უდავოა და ოქრიაშვილი;ანანიძეც ტრამვის მერე ათამაშდა.ნავალოვსკი ვინმეს არ მოგწონთ?აბურჯანია მშვენივრად გამოიყურებოდა.ჭანტურიას მეტი შეუძლია და მჭედლიძეც დაგვიბრუნდება იმედია მალე.აი ქვილითაია რატომ არ ათამაშა ვერ ვხვდები და კაჭარავა რატომ ამჯობინა.უნდა მიეცა შანსი ამ ბიჭისთვის.შეიძლება ამ შემადგენლობით კარგად თამაში და შედეგის დადება!!!
zviad
13:25 08-04-2016
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული