საქართველოს ნაკრები: ვაისი კანდიდატებს არჩევს და შეკრებისთვის ემზადება

AutoSharing Option
22 მაისს საქართველოს ჩემპიონატში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება და ვლადიმერ ვაისი ეროვნული ნაკრების წევრებს შეკრებს, 24 მაისიდან კი ქვეყნის მთავარი გუნდი ავსტრიაში დაიწყებს მზადებას 3 ამხანაგური მატჩისთვის.

"ჯვაროსნები" იქ 1-ელ ივნისამდე დარჩებიან, მანამდე კი, 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში ამხანაგურად დაუპირისპირდებიან ვაისის თანამემამულეებს - სლოვაკეთის ნაკრებს.

ამის შემდეგ ჩვენი დელეგაცია ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

ჩვენი სამივე მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა, რაც ვაისს საშუალებას მისცემს, ფეხბურთელების რეალური
ძალა და პოტენციალი დაინახოს. მანამდე კი, ის საქართველოშია და ნაკრებისთვის კანდიდატებს არჩევს.

გასულ უქმეებზე ვაისი ქვეყნის ჩემპიონატის სამ ("შუქურა"-"დინამო", ბთ,"ჩიხურა"-"სამტრედია", "ტორპედო"-"სიონი") მატჩსა და ორივე სათასო ნახევარფინალს დაესწრო:

"საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩები ვნახე. ნაკრების რამდენიმე კანდიდატს ვაკვირდებოდი და ზოგიერთი მომეწონა.

ჩვენი ყურადღების ცენტრში იმ პოზიციების ფეხბურთელები არიან, სადაც ნაკლები კონკურენციაა.

დავესწარი ხუთ საინტერესო მატჩს, გარკვეული დასკვნები გავაკეთე და მალე გადაწყდება, ნაკრებში რომელ ფეხბურთელებს მოვიწვევ", - ამბობს სლოვაკი სპეციალისტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აქამდე დიდი ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით ველოდებოდი ხოლმე თამაშებს, მაგრამ ეხლა აღარც მჯერა რო წარმათებას მიაგწევენ
giga
13:04 27-04-2016
0
Sheni samaratavi pulti albat magas aqvs gverdze ro gizis DA mtavari pultis mflobeli digmis bazaze inaxeba sachiroebis shemtxvevashi yvela ertad ro gmartot...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული