ფიფას ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა

AutoSharing Option
5 მაისს ფიფას ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები კვლავინდებურად 123-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ფიფას რეიტინგი 7 აპრილს განახლდა და მაშინაც ნაკრები ამ ადგილზე იყო. მარტში ჩვენმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახეთის ნაკრებთან გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მას შემდეგ საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია.

რეიტინგს ისევ არგენტინის ნაკრები ლიდერობს, ბელგია - მეორეა, ხოლო მესამე - ჩილე.

ჩვენი ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება.
3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილესთან, რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დავუპირისპირდებით.

წარმოგიდგენთ საუკეთესო ათეულს, რომელშიც ბოლო თვეში ცვლილება არ მომხდარა:

1. არგენტინა - 1532
2. ბელგია - 1364
3. ჩილე - 1353
4. კოლუმბია - 1337
5. გერმანია - 1309
6. ესპანეთი - 1277
7. ბრაზილია - 1261
8. პორტუგალია - 1184
9. ურუგვაი - 1158
10. ინგლისი - 1069.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე თამაში მეექვსე დღეს და მესამე თამაში მეოთხე დღეს. თუ ამ ინტენსივობით მაღალ ტემპს გაუძლეს, მიუხედავად შედეგისა, ისევ ვივლი სტადიონზე!
გუჯა კახაძე
20:13 05-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული