გიორგი აბურჯანია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ამხანაგური მატჩებისთვის ტარაგონას "ხიმნასტიკის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია იხმო.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ აბურჯანიას "ხიმნასტიკი" სეგუნდა დივიზიონში მესამე ადგილზე იმყოფება და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი. იმ შემთხვევაში, თუ აბურჯანია ეროვნულ
ნაკრებს 27 მაისს და 3 ივნისს გასამართი შეხვედრებისთვის შეუერთდება, ის სეგუნდა დივიზიონის ბოლო და ბოლოსწინა ტურებს გამოტოვებს ამჟამად მე-13 ადგილზე მყოფ "ლუგოსთან" და მეორეადგილოსან "ალავესთან", რომელთანაც "ხიმნასტიკი" ჯერჯერობით 2 ქულას აგებს.

ამიტომაც ჯერაც უცნობია, გაუშვებს თუ არა ესპანური გუნდი ქართველ ფეხბურთელს მნიშვნელოვანი მატჩების წინ ეროვნულ ნაკრებში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Shexla shemoxla kargi gaqvs giorgi mara bolo tamashi arcert naxevarmcvels shedegiani pasi ar gagiketebiat.tavis tavze axeba sachiroa mara 90'procenti gundur tamashs unda miaqciot yuradxeba
Amera
09:13 14-05-2016
0
Mixra moxra kargi gaqvs giorgi.momwons sheni individualoba da sachiroa ra tqma unDa ZOGJER magram gundur tamashs sxva shedegi moaqvs,nakrebis bolo tamashi arcert pexburtels (tu gaixsenebt tamashs)shedegiani (zusti gamcholi ,saxipato)passi ar gauketebia.araris moednis xedva.roca yazaxetan tamashi pass ver gaaketeb win pexburteli aq ukve sxvastan xo zedmetia saubari.warmatebebs gisurvebt zmebo.
Basa
01:18 14-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული