ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ჯანო ანანიძე იხმო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ამხანაგური მატჩებისთვის მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იხმო.

ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვური გუნდის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

ასევე იხილეთ:
გიორგი აბურჯანია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული