"გამიხარდა გამოძახება" - ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ლადო დვალიშვილი იხმო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში პოლონური "პოგონის" ფორვარდი ლადო დვალიშვილი იხმო.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაგვიდასტურა.

"კი, ნამდვილად მივიღე ეროვნულ ნაკრებში მოწვევა. ვაისი 1 მაისს, "პიასტთან" მატჩს დაესწრო, შეხვედრის შემდეგ კი პირადადაც მესაუბრა.

რა უნდა ვთქვა? რა თქმა უნდა, გამიხარდა ნაკრებში გამოძახება. ახალი მწვრთნელია, ახალი მოთხოვნები ექნება და ამ პერიოდის მანძილზე გავეცნობი ამ ყველაფერს. საამისოდ კი ამხანაგური მატჩები კარგია როგორც ფეხბურთელებისთვის, ისევე - მწვრთნელებისთვისაც. ეს თამაშები სამომავლოდ ბევრ რამეს დაგვანახებს", - გვითხრა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ოთხივე კომენტარი ერთიდაიგივეპი როვნების დაწერილია// ძალიან კარგი ქნა ვაისმა რომ გამოიძახა დვალიშვილი! მჭედლიძეს სულ ტრამვა აქვს და სხვა ვერავინ სჯობია ლადოს დღეს... წარმატებები ლადო
0
სამი ამხანაგური თამაშია და აქ უნდა გამოიცადოს ის ხალხი მერე ვიზეც დაეყრდნობა შესარჩევში. მარტო დვალიშვილი ხომ არ იქნება გამოძახებული, სავარაუდოდ, მჭედლიძეც იქნება, ქვილითაიაც, ჭანტურიაც და კიდევ ვინც კი გვყვავს ტავმდამსხმელი. ჩემი აზრიტ სწორა=ი გადაწყვეტილებაა რომ გამოიძახა ამხანაგური თამაშებისათავის.
Eric cantona
11:22 17-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული