"გამიხარდა გამოძახება" - ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ლადო დვალიშვილი იხმო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში პოლონური "პოგონის" ფორვარდი ლადო დვალიშვილი იხმო.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაგვიდასტურა.

"კი, ნამდვილად მივიღე ეროვნულ ნაკრებში მოწვევა. ვაისი 1 მაისს, "პიასტთან" მატჩს დაესწრო, შეხვედრის შემდეგ კი პირადადაც მესაუბრა.

რა უნდა ვთქვა? რა თქმა უნდა, გამიხარდა ნაკრებში გამოძახება. ახალი მწვრთნელია, ახალი მოთხოვნები ექნება და ამ პერიოდის მანძილზე გავეცნობი ამ ყველაფერს. საამისოდ კი ამხანაგური მატჩები კარგია როგორც ფეხბურთელებისთვის, ისევე - მწვრთნელებისთვისაც. ეს თამაშები სამომავლოდ ბევრ რამეს დაგვანახებს", - გვითხრა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეხლა ვხვდები რომ საქართველოს ნაკრებს არასოდეს არაფერი ეშველება. ასეთი რა ბლატები აქვს ამ დვალიშვილს ვერაფრით გამიგია. სამწუხაროა მაგრამ თითქმის 99 % დარწმუნებული ვარ ამ უსუსტეს ქვეჯგუფშიც ბოლო ადგილისათვის ვართ განწირულები.
გივია
20:53 16-05-2016
0
ნუთუ არასოდეს არაფერი არ შეიცვლება ქართულ ფეხბურთში ფედერაციის ხელმძღვანელობის და ნაკრების მწვრთნელების გარდა? ნუთუ ისევ ერთი და იგივე იმედგაცრუება გველოდება ისევ, რა ლადო დვალიშვილი, რის ლადო დვალიშვილი? როდისმე რამე გაუკეთებია სადმე ვინმე თუ მეტყვის!!!!
მახოია
22:13 16-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული