საქართველოს ნაკრები: რატომ ვართ ვაკუუმში?

AutoSharing Option
ეს წერილი ხუთშაბათ საღამოს იწერება. ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ჯერაც არ არის დასახელებული. ქართულ საფეხბურთო სინამდვილეს რას გაუგებ. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სია დღის ბოლომდე დასახელდეს, მაგრამ ეს საერთო სიტუაციას არ ცვლის და არც ამ წერილს უკარგავს აქტუალობას.

(sportall.ge: ნაკრების 25-კაციანი სია სფფ-ის საიტზე 20 მაისს გამოქვეყნდა).
ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

თუ ყურადღებით დავაკვირდებით იმ კლუბების საიტებს, სა
დაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, სანაკრებო სიის შესახებ თითქმის სრულ წარმოდგენას შევიქმნით. ამას დაამატეთ რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან და მივიღებთ ნაკრების სრულ სიას.

არ გვეზარება და რომ მოვინდომოთ, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელის გვარ-სახელს, ალბათ, უშეცდომოდ ჩამოვწერთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენს ჟურნალისტურ ალღოს გასაქანს არ მივცემთ.

ნაკრების თემა იმდენად საჯარო და სათუთია, ნაკრები იმდენად ყველასია, რომ თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაში რამე უნდა იყო გამჭვირვალე, უპირველეს ყოვლისა - ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებული თემა.

რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში ლამის ყველაზე გვიან ასახელებს შემადგენლობას? მე ასე ვიცი და არ მგონია, ვცდებოდე: ოფიციალურ მატჩამდე ორი კვირით ადრე შემადგენლობა უკვე გამოცხადებული უნდა იყოს. ახლა 19 მაისია და 27 მაისს სლოვაკეთს ვეთამაშებით. სლოვაკეთმა ჯერ კიდევ როდის დაასახელა "საჩვენო" შემადგენლობა.

ეს რომ მხოლოდ ახლა მომხდარიყო, ხელს საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელისკენ გავიშვერდით, მაგრამ უკვე კარგა ხანია, ასე ხდება. უნდა ვიფიქროთ, რომ მწვრთნელი აქ არაფერ შუაშია. ფაქტია, შემადგენლობა სადღაც "იჭედება" და ის ჩვენამდე მაშინ მოდის, როცა მსოფლიოს ყველა ქომაგმა იცის თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ამბავ-ხაბარი.

ეს ისეთი საკითხია, ხელს კონკრეტულად ვერავისკენ გავიშვერთ. ერთი კი გვინდა - ინფორმაცია დროულად მოგვაწოდონ. ვფიქრობთ, ამის მოთხოვნის სრული საფუძველი გვაქვს.

ის კი არა, ჩიტმა ამბავი მოგვიტანა, საქართველოს ნაკრები... უკვე ორი დღეა ვარჯიშობს "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს არის შეკრების არაოფიციალური ნაწილი, მაგრამ რატომ უნდა იყოს ის დაფარული საზოგადოებისგან?

ჩვენთვის ყველაფერი საინტერესოა, რაც საქართველოს ნაკრებს ეხება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საინტერესოა იმ სტატისტიკის ნახვა თუ რა დროს იდებოდა ნაკრების შემადგენლობა (ოფიციალურ თამაშამდე რამდენი ხნით ადრე).
ეს საინტერესოა ვიცოდეთ, სამწუხაროდ ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ვფიქრობდი რომ არაფერი ირღვეოდა.
ამ შემთხვევაში იაქტიურეთ ჟურნალისტებო, განსაკუთრებით სტატიის ავტორს ეხება.
ასევე საინტერესოა როგორ მოხდა ის, რომ ნაკრები ორი დღეა ვარჯიშობს ზესტაფონში და ჩვენ არ ვიცით (თუ ეს სიმართლეა რა თქმა უნდა). წესით სფფ-ს ამაზე უნდა ეზრუნა
გულშემატკივარი
16:06 20-05-2016
0
საზაფხულოდ ბიჭების გაყიდვა უნდათ კარგ გუნდებში, ჩვენ გულშემატკივრებს არაფრად გვაგდებენ. ვინც გამოსაძახებელია იმათ არ იძახებენ. დაცვაში ნოლი ვართ ნოლი დამიჯერეთ!
vendeta
16:13 20-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული