შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.
"24 მაისს, თბილისში შევიკრიბებით, რის შემდეგაც ავსტრიაში გავემგზავრებით. იქ სლოვაკეთს ვეთამაშებით, 1-ში კი რუმინეთში გავემგზავრებით, შემდეგ -
ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და ეს პრობლემაა. ვეცადე, საუკეთესო ფეხბურთელები შემეკრიბა. გუნდში 20 კაშია და 20 კანკავა რომ მყავდეს, ამ გუნდის გაწვრთნა ძალიან მარტივი იქნებოდა
დაინერესებული ვარ გიორგი ჯიქიათი და მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა, გიორგი ნავალოვსკის კონკურენტი ჰყავდეს. მაგრამ ჯიქიას ჩვენს ნაკრებზე არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. ვიმეორებ, მსურს გუნდში ყველა პოზიციაზე იყოს კონკურენცია და ვიმედოვნებ, რომ ჯიქია ჩვენს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.
ამჯერად გამოვიძახე ვლადიმირ დვალიშვილი, რომელიც პოლონეთში ვნახე და კარგად გამოიყურებოდა. ამიტომ, მისი ეროვნულ გუნდში დაბრუნება გადავწყვიტე. ის ძალიან გამოცდილია და ამ პოზიციაზეც გვჭირდება კონკურენცია. მიხარია, რომ თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია და სხვა ფეხბურთელებიც ბოლო პერიოდში ათამაშდნენ.
ზურაბ ცისკარიძეზეც ვიტყვი, რომ დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია და მას რამდენიმე ფეხბურთელისთვის შეუძლია კონკურენციის გაწევა. ამიტომ, ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნებიან სხვა ფეხბურთელები და იმის მიხედვით შევურჩევ პოზიციას.
ვნახე "ტორპედოს" ფეხბურთელი გიორგი ქიმაძეც, მაგრამ ამ ეტაპზე მას ცისკარიძე ვამჯობინე.
გამოვიძახე "დინამოს" ფეხბურთელებიც, რომლებიც ჩემი აზრით, იმსახურებენ ეროვნულ ნაკრებში თამაშს.
სამწუხაროდ, გიორგი ლორიამ მიიღო ტრავმა და მზად არ არის ამ ეტაპზე გუნდის დასახმარებლად, ამიტომ ბრუნდება გიორგი მაკარიძე, იქნებიან ნუკრი რევიშვილი და როინ კვასხვაძეც. ვარჯიშების დროს დავაკვირდები მათ თამაშს, ფორმას და მივიღებ გადაწყვეტილებას, ვინ და რამდენს ითამაშებს. ჩემთვის ვარჯიშებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
გოგიტა გოგუას კარგად ვიცნობ, მისი მწვრთნელი ვიყავი და მინდა აღვნიშნო, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ საუკეთესოები გამოვიძახე.
პირველ მატჩზე არ იქნებიან გიორგი აბურჯანია და გიორგი ჭანტურია. ისინი მეორე თამაშისთვის შემოგვიერთდებიან.
ჩემპიონატში ყველაზე მეტი "დინამოს" მატჩი ვნახე და იქიდან შევარჩიე ფეხბურთელები. სხვა გუნდების შეხვედრებსაც დავესწარი რეგიონებში, მაგრამ იქ ისეთი ფეხბურთელი ვერ აღმოვაჩინე, ვინც გამოგვადგებოდა.
ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურად ძალიან კარგები არიან, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და ასევე - ფიზიკურადაც მოიკოჭლებენ. წინა შეხვედრებს თუ გადავხედავთ, ხშირად ბოლო 15 წუთში უშვებდა გუნდი გოლებს, ეს კი სწორედ ფიზიკური მომზადების ბრალია.
ხასიათს რაც შეეხება, ისინი საქართველოსთვის მთელი გულითა და სულით თამაშობენ, დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ საჭიროა ამ პოტენციალის გამოყენება. მეტს ველი ვაკო ყაზაიშვილისგან, ლევან მჭედლიძისგან, რომლის დარი ფორვარდი მსოფლიოში ბევრი არ არის.
ყაზახეთთან მატჩის მერე ყაზაიშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ მოედანზე მისი მონაცემები და ნიჭი სრულად უნდა გამოიყენოს.
სწორედ ამისთვის ვარ მე აქ, რომ მოთამაშეების დონე ავამაღლო და იმედია, ამას მოავხერხებ კიდეც. 20 კაშია და 20 კანკავა რომ მყავდეს, გუნდის გაწვრთნა ძალიან მარტივი იქნებოდა. ისინი სრულყოფილი პროფესიონალები არიან", - განაცხადა პრესკონფერენციაზე სლოვაკმა სპეციალისტმა.