საქართველოს ნაკრები: სამი დებიუტანტი და მთავარი კითხვა ვლადიმირ ვაისს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სანაკრებო შემადგენლობა გამოაცხადა. გუნდში სამი დებიუტანტია - ვახტანგ ჭანტურიშვილი, ჯაბა ჯიღაური (ორივე - თბილისის "დინამო) და ჩეხური "ტეპლიცეს" მცველი ზურაბ ცისკარიძე...

დებიუტანტები
22 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილისა და 23 წლის ჯაბა ჯიღაურის ნაკრებში გამოძახება არ უნდა გაგვიკვირდეს. "ლელო" არაერთხელ წერდა ამ ბიჭების პროგრესზე. ვინც "დინამოს" თამაშებს თვალს ადევნებს, დაგვეთანხმება, რომ ორივე ფეხბურთელი ბოლო ხანს გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

თუნდაც, საქართველოს თასის ფინალი გავიხსენოთ, როცა ჭანტურიშვილი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში და ეფექტური გოლიც გაიტანა...

-align: left;">დინამო (თბ)-სიონი 1:0 - 13 თასი და 10 დუბლი [VIDEO+PHOTO]

ამას წინათ, "ლელომ" ვრცელი მასალა შემოგთავაზათ ჩეხური "ტეპლიცეს" მცველ ზურაბ ცისკარიძეზე. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ 29 წლის ქართველ გოლიათ-პოლიგლოტს მალე ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში ვიხილავდით.

არადა, მოვლენები ზუსტად ასეთი სცენარით განვითარდა.

ცისკარიძე თბილისში, ცნობილი ქართველი მომღერლის ოჯახში დაიბადა. თამაშობდა ფრანგულ "სეტში", ამერიკულ "მაიამიში", კანადურ "ვანკუვერსა" და "მონრეალში", რუსულ "ამკარში", შვედურ "იონჩოპინგსში", ტაილანდურ "ბანგკოკ გლასში" და ამერიკულ "სან ანტონიოში". დღეს კი ჩეხურ "ტეპლიცეში" ხან თამაშობს, ხან - არა.

"ბიჭი, რომელმაც ცრემლებით დავტოვე საქართველო, უკან დავბრუნდი"

აბა, როგორ არ ვიკითხოთ?!
რა თქმა უნდა, არ არსებობს სანაკრებო სია, რომელიც კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა - ვეცადე, ყველა უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი შემეკრიბაო.

რომ ეცადა, ამას ეჭვქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ რამდენად შეძლო, ეს მეორე საკითხია.

პირადად მე, ვერ ამიხსნია, რატომ არ არის სიაში გოგიტა გოგუა. ვაისი ადრე მას წვრთნიდა და მშვენივრად იცის მისი შესაძლებლობები. იმიტომ ხომ არა, რომ გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატში თამაშობს?

სამწუხაროდ, ყაზახებმა არაერთხელ დაგვიმტკიცეს საქმით, რომ დღეს მათი ჩემპიონატი ჩვენსას ბევრად სჯობს. აღარც კი ვიცი, მეტი რაღა უნდა დამართონ ყაზახურმა კლუბებმა ქართულს. ამას ნიშნის მოგებით კი არა, გულისტკივილით ვწერ. ჰოდა, თუ საქართველოს ჩემპიონატიდან ვიწვევთ ფეხბურთელებს, ყაზახეთის პირველობამ რაღა დააშავა?

არადა, რაც გორის "დილადან" "ირტიშში" გადავიდა, გოგუა, როგორც იტყვიან ხოლმე - "დაფრინავს". ნუ დაგვავიწყდება, რომ მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

საინტერესოა, რატომ არ უხმო ვაისმა მას ეროვნულ ნაკრებში? იქნებ ის მის ხასიათს უფრთხის? შეიძლება გოგუა მართლაც არ არის "ანგელოზი", მაგრამ "ირტიშსაც" ჰყავს მწვრთნელი, თან, როგორც ვიცი - საკმაოდ მკაცრიც და ის უხასიათო ფეხბურთელს გუნდში არავითარ შემთხვევაში არ გააჩერებდა...

შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ფორვარდები - მათე ვაწაძე და ნიკა კაჭარავა.

ერთი მხრივ, აბსოლუტურად ვეთანხმები მწვრთნელს და გამიხარდება, თუ ამ გეზს გააგრძელებს - უთამაშებელი ფეხბურთელების ადგილი არ უნდა იყოს ნაკრებში, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ამ ბიჭების გარდა, სათამაშო პრაქტიკა სხვებსაც აკლიათ?!

ეს ერთი მხარეა და, მეორეა ის, რომ გრძელვადიან შეკრებაზე, ჩემი აზრით, უპრიანია, მწვრთნელმა რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე იახლოს. ისეთები, სამომავლოდაც რომ გამოადგებიან ნაკრებს. შეკრებაა, ვარჯიშებია და რა იცი, ვის რა თვალზე შეხედავს მწვრთნელი.

ვაწაძესა და კაჭარავას ნამდვილად ვერ ჩამოვწერთ, როცა საქმე საქართველოს ნაკრების მომავალს ეხება. ეგაა, მათემ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს გუნდი, ხოლო ნიკამ "როსტოვში" სათამაშო დრო მიიღოს.

ვაისმა უნდა იცოდეს...
ნაკრების მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე დაახლოებით ასეთი რამ თქვა - უკრაინაში მოთამაშე ჯაბა ლიპარტია იმიტომ არ გამოვიძახე, რომ მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვსო. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში სლოვაკი მწვრთნელი გულწრფელი იყო.

ლიპარტია უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს. მას სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. აგერ, თასის ნახევარფინალშიც გაიტანა გოლი.

ჯაბა ლიპარტია: მე ჩემსას ვაკეთებ და, დანარჩენი ვაისის გადასაწყვეტია

არ ვამბობ, რომ ის უეჭველად უნდა იყოს ნაკრებში, მაგრამ მწვრთნელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას ყველა კანდიდატის შესახებ და მერე გამოიტანოს დასკვნა, ვინ სჭირდება და ვინ - არა...

ქვემოთ კი კიდევ ერთხელ გადავხედოთ ვლადიმირ ვაისის რჩეულთა სიას:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენშე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო");
მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბ), ლაშა დვალი ("შლიონსკი", პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბ), გიორგი ნავალოვსკი ("სკა ენერგია", რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("დინამო", თბ);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
ყაზახებთან რომ ვაგებთ სანაკრებო, თუ საკლუბო დონეზე ეს ნამდვილად სამარცხვინოა, აი შემადგენლობასი კი ორიოდ ცვლილებას შევიტანდი: დვალიშვილის(ნეტა ვინ ლობირებს და აქვდის ინფოლმაციას ვაისს:))) და ყენიას ნაცვლად მარცვალაძეს და გოგუას გამოძახება ჯობდა ალბათ. დვალიშვილი ნაღდი ზარალაა, ყენია კი შეიძლება გაფაფხურდეს, მარა ტეპლიცეს ძირითად შემადგენლობაში რომ ვერ მოხვდება ფეხბურთელი მარტო მისი ნაჭი რაში არგია ნაკრებს?...თუ მეშლება გამახსენეთ წლების განმავლობაში რაიმე დასამახსოვრებელი თუგაუკეთებია ამ მუდმივად "პერსპექტიულ ახალგაზრდას".
murtalo
22:24 23-05-2016
0
100 % ვეთანხმები ამ სტატიის ავტორს. გოგუა ნაკრების სული და გულია, ყენიას ჯიღაურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ გოგუა მათზე ბევრად გამოცდილია და კარგ ფორმაშიც არის, გოგუა დააბრუნეთ ნაკრებში სანამ აგიჯანყდათ გულშემატკივრები! გ ო გ უ ა ნაკრებში!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული