საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან მატჩში გოლი საწყის წუთებში გაუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის ქალაქ ველსში ამხანაგურ შეხვედრას სლოვაკეთის ნაკრებთან მართავს და ანგარიშით 0:1 მარცხდება. მიმდინარეობს შეხვედრის პირველი ტაიმი.

სლოვაკმა ფეხბურთელებმა ანგარიში მე-5 წუთისთვის მარტივი კომბინაციის გათამაშების შემდეგ გახსნეს. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელსაც გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარება ჯაბა კანკავა. გუნდი კი კაპიტნის სამკლავურით გურამ კაშიამ გაიყვანა. ამასთან, ეროვნულ ნაკრებში ვახტანგ ჭანტურიშვილის დებიუტი შედგა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე
ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, სანდრო კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლევან მჭედლიძე.

სათადარიგოები: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ალეკო ამისულაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქვილითაია, ზურაბ ცისკარიძე, ლევან ყენია, ჯაბა ჯიღაური, ლაშა დვალი.

 

მკითხველის კომენტარები / 7 /
სლოვაკეთის ზამენების ზამენას ვერ ვუგებთ საღოლ კობი საღოლ ვაის მაგრად მოხოდე ბიჭები (არც აქამდე აკეთებდნენ რამეს მაგრამ ცხადაძე ცოტა ჟილკას მაინც აძლევდა) )))))))))))))))))))))))))))
svani
20:00 27-05-2016
0
გუნდი რომელსაც გერმანიამ ძლივს გაგვიტანა 1 უპასუხო გოლი, დღეს სრულიად მოშლილი, სტრუქტურულად და ტაქტობრივად, ბურთს ვერ იჭერს.
GOALER
20:14 27-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული