სლოვაკმა ფეხბურთელებმა ანგარიში მე-5 წუთისთვის მარტივი კომბინაციის გათამაშების შემდეგ გახსნეს. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელსაც გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა. ნუკრი რევიშვილი უძლური იყო, კარი დაეცვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში ვერ ეხმარება ჯაბა კანკავა. გუნდი კი კაპიტნის სამკლავურით გურამ კაშიამ გაიყვანა. ამასთან, ეროვნულ ნაკრებში ვახტანგ ჭანტურიშვილის დებიუტი შედგა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია,
სათადარიგოები: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ალეკო ამისულაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქვილითაია, ზურაბ ცისკარიძე, ლევან ყენია, ჯაბა ჯიღაური, ლაშა დვალი.