საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან მატჩის პირველი ტაიმი დათმო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის ქალაქ ველსში ამხანაგურ შეხვედრას სლოვაკეთის ნაკრებთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:1 მარცხდება. გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

სლოვაკმა ფეხბურთელებმა ანგარიში მე-5 წუთისთვის მარტივი კომბინაციის გათამაშების შემდეგ გახსნეს. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელსაც გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა. ნუკრი რევიშვილი უძლური იყო, კარი დაეცვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში ვერ ეხმარება ჯაბა კანკავა. გუნდი კი კაპიტნის სამკლავურით გურამ კაშიამ გაიყვანა. ამასთან, ეროვნულ ნაკრებში ვახტანგ ჭანტურიშვილის დებიუტი შედგა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია,
გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, სანდრო კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლევან მჭედლიძე.

სათადარიგოები: გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ალეკო ამისულაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქვილითაია, ზურაბ ცისკარიძე, ლევან ყენია, ჯაბა ჯიღაური, ლაშა დვალი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ დებთ ჩემს კომენტარს, ორი სიტყვით შემოვიფარგლები, კალაძე-კობიაშვილი!!
სრული კრახი!!
Azri?
21:11 27-05-2016
0
კალაძის და კობიაშვილის............!!! მართლაც რომ ვაი-სი!! რით ვერ გაძეხით თქვე მოღალატეებო! ფეხბურთი შეაძულეთ ქართველ კაცს. ტფუიი..
Inkognito
21:06 27-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული