საქართველოს ნაკრებს სლოვაკეთმა მეორე გოლი გაუტანა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის ქალაქ ველსში ამხანაგურ შეხვედრას სლოვაკეთის ნაკრებთან მართავს. მიმდინარეობს მეორე ტაიმი, საქართველოს ნაკრები მარცხდება - 0:2

სლოვაკმა ფეხბურთელებმა ანგარიში უკვე მე-5 წუთისთვის გახსნეს. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელსაც გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა. ნუკრი რევიშვილი უძლური იყო, კარი დაეცვა.

ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა პირველ ნახევარში სცადეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მათ უგერგილო გარჯას შედეგი არ მოჰყოლია.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შესვენების შემდეგ გუნდში ცვლილებები განახორციელა - დებიუტანტი ვახტანგ ჭანტურიშვილის ნაცვლად მოედანზე ლევან ყენია, ლევან მჭედლიძის ნაცვლად - გიორგი ქვილითაია,
ხოლო სანდრო კობახიძის ნაცვლად ალეკო ამისულაშვილი შეუშვა.

მეორე ნახევარი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად კი დაიწყეს, თუმცა სლოვაკთა იერიში ისევ ადამ ნემეცმა დააგვირგვინა და დუბლით სხვაობია ორბურთიანი გახადა. 56-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ნემეცმა პოზიციურად აჯობა ამისულაშვილს, ბურთს თავი შეაგება და რევიშვილს შანსი არ დაუტოვა.

წინ ნახევარი საათია. ვნახოთ, რას დაუპირისპირებს სლოვაკი ვაისი თავის თანამემამულეებს.

საქართველოს ნაკრები: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი, ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული