თამაში ქართველი ფეხბურთელებისთვის კოშმარულად დაიწყო. უკვე მე-2 წუთზე როინ კვასხვაძეს ლაშა დვალმა თამამად დაუგორა ბურთი, იქვე ახლოს მყოფი ადრაინ პოპა კი ვერ შენიშნა, რომელმაც დაასწრო საქართველოს ნაკრების მეკარეს და ანგარიში გახსნა.
აქედან ერთ წუთში უკვე მასპინძელთა იერიშის დროს ბურთი საკუთარ კარში კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ჩაჭრა - 0:2.
მე-18 წუთზე უჩა ლობჟანიძის უყურადღებობით ბოგდან სტანკუმ ისარგებლა, რომლის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი
21-ე წუთზე კვასხვაძის კარი ძელმა მას შემდეგ იხსნა, რაც ადრიან პოპამ დუბლის შესრულება ძლიერი დარტყმით დააპირა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ვითარების გამოსწორება ცვლილებით და თავდასხმის ხაზის გაძლიერებით სცადა - 34-ე წუთზე დვალის ნაცვლად მოედანზე ლევან მჭედლიძე შეუშვა, მაგრამ... დასამახსოვრებელი მხოლოდ ვალერი ყაზაიშვილის სახიფათო დარტყმა იყო.
გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ტაიმი ამ შემადგენლობით ჩაატარა: კვასხვაძე, ლობჟანიძე, კვირკველია, დვალი (34, მჭედლიძე), ნავალოვსკი, კაშია, ამისულაშვილი (კ), აბურჯანია, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, დვალიშვილი.
მათ ეროვნულში თამაში იმიტომ
ჭირდებათრომ მერე უფრო სარფიანი კონტრაქტი გააფორმონ.