ვლადიმირ ვაისი: ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში...

AutoSharing Option
3 ივნისს, ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თამაში შეაფასა.

საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე ანგარიშით 1:5 დამარცხდა. ბუნებრივია, მატჩის შემდეგ სლოვაკი მთავარი მწვრთნელი გაოგნებული იყო:

საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში განადგურდა [VIDEO]

"ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ეს წარმოუდგენელია, რომ პირველ-ორ წუთში ორი გოლი გაუშვა. როგორია, ორი შეცდომა სტარტზე და თამაშს 0:2-ით იწყებ, ძალიან ძნელია...

სანაკრებო დონეზე მიუტევებელი შეცდომები დავუშვი. გვქონდა რაღაც შანსები, მაგრამ 1:5 დავმარცხდით და რუმინეთს უნდა
მივულოცოთ ეს გამარჯვება.

რუმინელებს კარგი ნაკრები გყავთ და გისურვებთ წარმატებებს საფრანგეთში", - თქვა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 200 /
რა მიხვედრა უნდა ფერხბურთელების ბუნტთან გვაქვს საქმე...ასე უმოტივირებული მე ნაკრები არ მინახია, გეგონება დასახვრეტად გადიოდნენ! ან ტოტოს თამაშობენ! მიხედეთ ამ ვირეშმაკებს!
0
ეჰ,ლადო,ჯერ სად ხაე - კიდევ ბევრჯერ გაგაოცებთ! რით ვეღარ დაადგა საშველი საქართველოში პროფესიული ფეხბურთის გაუქმებას?!
გაგა
09:34 06-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული