საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის მადრიდში ემზადება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპული შეკრების ფარგლებში მესამე ამხანაგური შეხვედრისთვის მადრიდში ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში საფეხბურთო კლუბ "ხეტაფეს" სათადარიგო მოედანზე ჩაატარა.

საქართველოს ნაკრები ესპანეთში 23-კაციანი შემადგენლობით იმყოფება, ესპანეთთან მატჩით კი გუნდი ევროპულ შეკრებას დაასრულებს.

6 ივნისს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია გაიმართება. 21:00 საათიდან კი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებენ.

ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და საქართველოს ნაკრების საფეხბურთო დაპირისპირება 7 ივნისს, "ხეტაფეს" ალფონსო პერესის სტადიონზე თბილისი დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის"
პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 49 /
ამ კომენტატორების ავტორთა აბსოლუტურ უმეტესობას სიტყვა გულშემატკივარი არ შეეფერება!
არჩილ ხოფერია
23:53 06-06-2016
0
რეპორტაჟი ერთმა კომენტატორმა წაიყვანოს არ ჯობია,თორემ ერთმანეთს არ აცდიან მატჩისას აბსურდულ თემებზე ლაყბობას.
დათო
09:21 07-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული