არჩილ არველაძე: ყველაზე მეტად ამის მეშინია...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ რუმინეთში ნაჩვენები თამაშის შეფასება ვთხოვეთ ქვეყნის მთავარი გუნდის ყოფილ წევრს, არჩილ არველაძეს:

რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

"არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა?! რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ან როგორ შეიძლება, რომ კმაყოფილი ვიყო? ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ამდენი წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დემორალიზება არ მოხდეს.

წაგებით ყველა აგებს, მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია? წააგო ახალგაზრდულმა ნაკრებმა, მაგრამ წააგო ბრძოლაში, ჩამორჩა ანგარიშში, გაათანაბრა, ისევ ჩამორჩა, ისევ გაათანაბრა...

ფაქტია, რაღაც ისე ვერ არის ნაკრებში, მწვრთნელიც ადაპტაციის პროცესშია.
რამდენიმე რამ დაემთხვა ერთმანეთს - ჯერ ცხადაძის წასვლა, მერე ვაისს დრო დასჭირდება და კიდევ სჭირდება, რომ ბოლომდე შეისწავლოს ნაკრები.

საქართველოს ნაკრებში ზოგი ფეხბურთელი ვარჯიშზე რომ კარგია, თამაშის დროს ვეღარ არის ისეთი, ან პირიქით...

ერთ რამეზეც უნდა ვთქვა: ასაკობრივ ნაკრებებში მოხდა მწვრთნელების გადაადგილებები, შედეგები კი გაუარესდა. ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს ხელთ, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა.

ადრე სულ გვიკიჟინებდნენ, რა გააწყალეთ გული ამ ასაკობრივი ნაკრებებითო! კი ბატონო, ეროვნულ ნაკრებში მაშინ მხოლოდ ეპიზოდური გამონათებები იყო, მაგრამ ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ხომ მაინც იყო შედეგი?!" - გვითხრა არჩილ არველაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
შედეგი არ ქვია იმას ყარაულის თოფივით რო გაგივარდება საუკუნეში ერთხელ და ამათი დროინდელი ფედერაციის მეხოტბეებს კიდე ის7მილიონი უნდა მოატანიო და მერე როგორ იჭიკჭიკებენ შევხედავ მოურავი მათი კიდე აფხაზეთში გაიქცა დამოუკიდებელ აფხაზურ ფეხბურთს ააღორძინებს ალბათ.დდ ხო მთლად დამავიწყდა ის ხელშეკრულებაც ტვ პირველთან რო დადეს ჯიგრებმა ამათ უნდა გადაახდევინო მომხრეებთან ერთად.ისე ყველამ ჯობია თავის თავს მიხედოს და სხვისი ჭკუის დარიგებას თავი დაანებოს.
qutaiseli
21:18 06-06-2016
0
ვაისმა რა უნდა ქნას,როცა ფეხბურთელებს ორივე ფეხი მარჯვენა აქვთ:)ეს არველაძეც რაღაც შედეგი ხომ გვქონდაო:)
ლაშა
22:55 06-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული