გიორგი ჭანტურია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ ესპანეთთან ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"სლოვაკეთთან თამაშში მონაწილეობა ვერ მივიღე, რადგან კლუბის თამაშები მქონდა და გუნდს გვიან შევუერთდი. რაც შეეხება რუმინეთთან მატჩს - ვარჯიშზე ტრავმა მივიღე და ვერ შევძელი თამაში. ორი ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით…

ახლა, ჩემი აზრით, მსოფლიოში ნომერ პირველ ნაკრებს ვეთამაშებით. ძალიან ცუდი განწყობაა საქართველოში. შეიძლება ვერც შევედავოთ ამაში, მაგრამ არაფერი გვაქვს დასაკარგი.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ", - თქვა ჭანტურიამ.

- ესპანეთი VS
საქართველო - გადავიწეროთ პირჯვარი


- ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
იბრძოლეთ ყველა სანტიმეტრზე... ესაა თამაში
beqs
14:23 07-06-2016
0
კლუბის თამაში გქონდა თორემ იქ ხომ დაბდღვენი ყველაფერი, მესამე ბუნდესლიგის გუნდის მცველებმა ფეხი არ გაანძრევინეს და ეხლა ესპანეთის ნაკრებთან უნდა გოლების გატანა, რა ბრექიებიც ხართ ისეც თამაშობთ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული